მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გუნდი საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს
მარტვილის საფეხბურთო სკოლის 11-წლამდე გუნდი საერთაშორისო ტურნირზე, „ატეიტისის თასზე“ (Ateitis Cup) მონაწილეობას თბილისის „დინამოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ ფინანსური თანადგომით მიიღებს. გათამაშება ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში ჩატარდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდი საერთაშორისო ტურნირზე მიიწვიეს.
ტურნირის 2019 წლის U-11 გათამაშებაში დარეგისტრირებულია 33 გუნდი, რომელთა შორის არის ისეთი გუნდების აკადემიები, როგორებიც არიან „მანჩესტერ სიტი“, „ბირმინგემ სიტი“, დორტმუნდის „ბორუსია“, კიევის „დინამო“ და სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა გუნდები.
„საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ჩვენ ფეხბურთელებს მნიშვნელოვნად განავითარებს და მოტივაციას გაუზრდის. ამისთვის მომდევნო წლიდან იგეგმება, რომ აკადემიის თითქმის ყველა ასაკის გუნდმა მთელი ევროპის მასშტაბით საერთაშორისო ტურნირებზე ითამაშოს“ – წერია მარტვილის საფეხბურთო აკადემიის ოფიციალურ გვერდზე.