მარტვილის რაიონში მოზარდმა თავი მოიკლა

23:53, 09.06.2019

მარტვილის რაიონის სოფელ ნალეფსაოში მეათე კლასის მოსწავლემ თავი მოიკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი