მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ხანძარია

07:32, 19.11.2019

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის. სოფლის დეპუტატ გოგი ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი სამ ლოკაციაზეა და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

„ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა ვერ ახერხებს ახლოს მისვლას. სოფელში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. სავარაუდოდ, ცეცხლი ტყის საფარს უკიდია“, – აცხადებს ბასილაია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ბრიგადები ადგილზე უკვე გასულია.

მსგავსი