მარტვილის მუნიციპალიტეტში, ორ ლოკაციაზე ხანძარია

21:55, 17.03.2025

ხანძრებია მარტვილის მუნიციპალიტეტში. წაჩხურუს მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი