მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა

18:24, 03.11.2020

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია.

მისი თქმით, პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 31 წლის ქალის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა „პისიარ“ ტესტის ჩატარების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი „პისიარ“ ტესტის პასუხამდე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მსგავსი