მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე 10 მ3 მურყანის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმი.