მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, ქუქითის გორაზე, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ხუნწში არსებულ ნაციხარზე, 2015 წლიდან არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნაპოვნია გალავნის 50 მეტრზე მეტი ფრაგმენტი და ტაძრის ნაშთები.

არქეოლოგიური გათხრების მიზანს ბიზანტიელი ისტორიკოსის მიერ ბიზანტიელებსა და სასანურ ირანს შორის გაჩაღებული „ოცწლიანი ომის“ აღწერისას ნახსენები ონოგურისის ციხის იდენტობის დადგენა წარმოადგენს.

სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.