მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 მილიონ 571 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონით მეტია.

ბიუჯეტის დამტკიცებას 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღეს სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ ახლად არჩეული საკრებულოსა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნული ქმედება პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მცდელობით ახსნა.

ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.