მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ცვლილებები მერის მოადგილეებს შეეხო.

მისი თქმით, მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა ბიზნესმენი ალექსანდრე ხურცილავა, მერის მეორე მოადგილე კი, აკაკი ხუნწელია გახდა.

მერის ყოფილი პირველი მოადგილე დავით სურმავა ალექსანდრე გრიგალავამ გუშინ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მეორე მოადგილის პოსტი კი, უკვე დიდი ხანია, ვაკანტურია.

მარტვილის მერმა არ დააკონკრეტა, თუ რამ გამოიწვია საკადრო ცვლილებები.