მარტვილის მუნიციპალიტეტიდან თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის დღეს ერთი ადამიანი იძულებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს
მარტვილის მუნიციპალიტეტიდან თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის დღეს ერთი ადამიანი იძულებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო დღეს ერთი ადამიანი იძულების წესით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი ოფისის ინფორმაციით, მამაკაცი გერმანიიდანაა ჩამოსული და მას თვითნებურად, ბათუმში წასვლა სურდა.

მანამდე კარანტინში ჩხოროწყუდან სამი ადამიანი, უფრო ადრე კი წალენჯიხიდან საფრანგეთიდან ჩამოსული პირი წაიყვანეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან საკარანტინო ზონებში სულ 10 ადამიანია გადაყვანილი.

პირდაპირ აეროპორტიდან საკარანტინო სივრცეებში ხუთი ადამიანია გადაყვანილი. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელოში თვითიზოლაციაში 100-ზე მეტი პირი იმყოფება. არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.