მარტვილის „მერანს" პისკოვეცი ჩაიბარებს 
მარტვილის „მერანს" პისკოვეცი ჩაიბარებს 

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის მარტვილის “მერანს” მიხეილ მახვილაძე აღარ გაწვრთნის. საფეხბურთო კლუბმა და უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

“მერანი” ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ 12 ტური გავიდა და ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობის გუნდი ჯერ მხოლოდ მე-8 ადგილზეა.

პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „მერანს“ მის ნაცვლად ანატოლი პისკოვეცი ჩაიბარებს. 69 წლის უკრაინელი სპეციალისტი უკვე მარტვილშია და მას გუნდს ხვალ წარუდგენენ.

პისკოვეცს საქართველოში კარგად იცნობენ. 2007-2008 წლებში რუსთავის “ოლიმპს” ავარჯიშებდა, შემდეგ კი “გაგრა” სამჯერ ჩაიბარა და გუნდს 2010-2011, 2015 და 2016-2017 წლებში ხელმძღვანელობდა.