მარტვილის „მერანმა“ „დინამო თბილისს“ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
მარტვილის „მერანის“ პრესსამსახურმა განცახდება გაავრცელა, სადაც „დინამო თბილისს“ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურში თბილისი „დინამო 2“-სა და მარტვილის მერანის“ მატჩის (2:3) დაწყებამდე უსიამოვნო ამბავი მოხვდა. მარტვილელების თავდამსხმელი მოჰამედ სილა შეუძლოდ გახდა და თამაში ვერ შეძლო. როგორც გაირკვა, „მერანის“ 20 წლის ლეგიონერის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„თბილისში „დინამოს“ აკადემიის სტადიონზე „დინამო 2“-თან მატჩში, შესვენების დროს, ჩვენი ლეგიონერი მოჰამედ სილა მოთელვისას შეუძლოდ გახდა და მოედანზე უგონოდ დაეცა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი გუნდების მედიკოსებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას მიუძღვით.
მედიკოსებთან ერთად მადლობას ვუხდით „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, რომელიც გვერდიდან არ მოსცილებია სილას, ამხნევებდა და დახმარებას უწევდა ჩვენს ფეხბურთელს. მოჰამედ სილა საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – წერია „მერანის“ გავრცელებულ ცნობაში.