მარტვილის „მერანი“ თურქეთში რუმინელებთან დამარცხდა #1TVSPORT
მარტვილის „მერანი“ თურქეთში რუმინელებთან დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მოახლოებული სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი მარტვილის „მერანი“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება და პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ცოტნე მონიავას გუნდი ლარაში გამართულ ამხანაგურ მატჩში რუმინეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ ტიმიშოარას „რიპენსიას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მეტოქის კარში 75-ე წუთზე ლევან წოწონავამ გაიტანა.

„პირველი მოსამზადებელი ეტაპი ადგილზე გავიარეთ და ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, როგორც კლიმატიდან, ასევე პანდემიიდან გამომდინარე. მაგრამ თურქეთში ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი, რომ კარგად მოვემზადოთ რთული სეზონისთვის. შევეცდებით, ეს ამხანაგური მატჩები ნაყოფიერად გამოვიყენოთ“, – ამბობს მარტვილის „მერანინ“ მთავარი მწვრთნელი ცოტნე მონიავა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის „მერანი“ გასული სეზონი ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფის მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. საბოლოოდ, გუნდი ქუთაისის „ტორპედოსთან“ ორმატჩიან უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა (2:0, 0:3) და წელს ისევ ელიგაში გადასასვლელად იბრძოლებს.