მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლი პირველ საკვირაო წირვას ასრულებს
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლი პირველ საკვირაო წირვას ასრულებს

მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი, მეუფე გრიგოლი აღავლენს.

მსახურებაში სხვადასხვა ეპარქიისა და ტაძრების სამღვდელო პირები მონაწილეობენ. რაც შეეხება მრევლს, როგორც ისინი აცხადებენ, მოძღვრის კურთხევით, ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სხვადასხვა ტაძრებიდან არიან მისულები.

„ძალიან ემოციურია დღევანელი დღე ჩემთვის. დიდი ეპარქიაა, დიდი პასუხისმგებლობაა, ახლოს აფხაზეთია.
მე მაქვს ეჭვი – რატომ მე ამ განსაცდელში, მაგრამ მივიღე ეს როგორც კურთხევა, როგორც მორჩილება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს იურისტებითა და ეკონომისტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს ელიან, რომელიც ინვენტარიზაციას განახორციელებს. უცნობია როდის დაასრულებს აღნიშნული კომისია სამუშაო პროცესს.

მარტვილის ეპარქიაში იმყოფება მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავა.