მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა

01:09, 19.04.2020

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია აღავლინა.

საზეიმო წირვა ტაძარში დაიწყო, თუმცა შემდეგ ღია ცის ქვეშ გაგრძელდა.

მრევლის მიერ სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადეების ქონას სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.

მრევლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომენდანტის საათს არ დაარღვევენ და დილამდე დარჩებიან ტაძარში.

მსგავსი