მარტვილის ცხელების ცენტრში ექიმი შეიყვანეს, მას კორონავირუსზე ტესტს გაუკეთებენ

00:12, 18.04.2020

მარტვილის ცხელების ცენტრში ადგილობრივი ექიმი შეიყვანეს. მას ცხელება აღენიშნება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ექიმის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.

რაც შეეხება ხობისა და სენაკის ცხელების ცენტრებიდან გაგზავნილი სამი პაციენტის ტესტების პასუხებს, ისინი უარყოფითია.

მსგავსი