მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67 472-ით მეტია. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2018 წლის მარტის საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი სახელმწიფოებიდან – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან შემოვიდა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კვლავ იზრდება, წინა წლის მარტთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა – გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35% და საფრანგეთი +25%.

2018 წლის 3 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს 15.5%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.