მარტში დანიის ჩემპიონატის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის
მარტში დანიის ჩემპიონატის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის

დანიის ჩემპიონატის ყველა შეხვედრა, რომელიც მარტშია დაგეგმილი, კორონავირუსის საფრთხის გამო მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა დანიის საფეხბურთო ლიგების ასოციაციამ.

ქვეყნის მთავრობამ მოუწოდა – გააუქმონ ან გადაიტანონ მასობრივი ღონისძიებები 1000 ან მეტი ადამიანის მონაწილეობით. დანიური ფეხბურთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაეტარებინა.

შეგახსენებთ, რომ კრონავირუსით არის დაავადებული დანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე თომას კალენბერგი. სულ დანიაში კორონავირუსით დაინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.