მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გორის მარკეტებში პროდუქტები გროვდება
მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გორის მარკეტებში პროდუქტები გროვდება

მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ. შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით, გორში მდებარე მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, კამპანიას შეუერთდნენ და თანამოქალაქეების დახმარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს პროდუქტები, რომელსაც „წითელი ჯვრის” მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას და „წითელ ჯვრის“ კუთხეში დატოვონ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ.

აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო და თავადაც მიიღო მონაწილეობა.

ასევე, რწმუნებულმა ქსელური მაღაზიის მარაგებთან დაკავშირებითაც მიიღო ინფორმაცია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, თითოეული ადამიანი ვეხმარებით მათ, როლებსაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა“, – აღნიშნა რწმუნებულმა.

პროდუქტი მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხალისეების საშუალებით გადაეცემა.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.