მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

15:16, 19.01.2019

მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაზარალებული ოჯახები დროებით თბილისის სხვადასხვა სასტუმროში იმყოფებიან.

„მართლწესრიგის ოფიცრებმა, დაზარალებული ოჯახების მცირეწლოვან და არასრულწლოვან ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. 16 იანვარს, ოფიცრები მეხანძრე-მაშველებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას ევაკუაციასა და აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან საჭირო ნივთების გამოტანაში“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი