მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით, N61 სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა
მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით, N61 სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით, დასუფთავების აქცია ჩატარდა.

შსს-ს ცნობით, უწყების მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, N61 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მანდატურებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად დაასუფთავეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მოზარდებს მართლწესრიგსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მსგავსი სახის საზოგადოებრივი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.