მართლწესრიგის ოფიცრები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდნენ
მართლწესრიგის ოფიცრები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდნენ

მართლწესრიგის ოფიცრები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა გლობალური პერსპექტივის საგნის ფარგლებში, აკადემიის ინიციატივით გაიმართა.

მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი გააცნეს. მოზარდებმა მართლწესრიგის ოფიცრებს კონფლიქტის განვითარების ეტაპებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ კითხვები დაუსვეს და მათთან ერთად იმსჯელეს.

მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებს ასევე ესაუბრნენ მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.