მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს.

საზეიმო ღვთისმსახურება დილიდან ყველა ეკლესიაში დაიწყება.

დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან იშვა, ქალაქ ნაზარეთში. იოაკიმე და ანნა 50 წელი ცოლ-ქმარნი იყვნენ დაშვილი არ ჰყავდათ. უშვილობა იმ დროს უდიდეს სასჯელად და შეურაცხყოფად ითვლებოდა. ლოცვისა და მარხვის შენახვის შემდეგ, შვილის დაბადების შესახებ მათ ანგელოზის მიერ ეუწყათ. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.