მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.

საპატრიარქოს ცნობითვე, 13 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღიას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძარში. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

„ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება.

სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30 საათზე”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.