მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია 130 645 პირს ჩაერიცხება
მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია 130 645 პირს ჩაერიცხება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის, 200-ლარიანი დახმარების მარტის თვის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია, კომპენსაცია ჩაერიცხება 130 645 პირს, 26 129 000 ლარის ოდენობით.

დღეის მდგომარეობით, თებერვლის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 139 618 პირს, 27 923 600 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იანვრის თვეს, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 362 პირს, 21 272 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

დატოვე კომენტარი