მარტის მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
მარტის მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. 21 მარტს მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი ალბანეთს უმასპინძლებს, ხოლო 24 მარტს – ლატვიას.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ჯორდან პიკფორდი („ევერტონი“), დინ ჰენდერსონი („კრისტალ პალასი“), აარონ რამსდეილი („საუთჰემპტონი“), ჯეიმს ტრაფორდი („ბარნლი“).

მცველები: დენ ბერნი („ნიუკასლი“), ლივაი კოლვილი („ჩელსი“), მარკ გეჰი („კრისტალ პალასი“), რის ჯეიმსი („ჩელსი“), ეზრი კონსა („ასტონ ვილა“), მაილს ლუის-სკელი („არსენალი“), ვალენტინო ლივრამენტო („ნიუკასლი“), ჯარელ ქუანსა („ლივერპული“), კაილ უოკერი („მილანი“).

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (მადრიდის „რეალი“), ებერეჩი ეზე („კრისტალ პალასი“), ჯორდან ჰენდერსონი („აიაქსი“), კერტის ჯონის („ლივერპული“), კოულ პალმერი („ჩელსი“), დეკლან რაისი („არსენალი“), მორგან როჯერსი („ასტონ ვილა“).

თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი („ვესტ ჰემი“), ფილ ფოდენი („მანჩესტერ სიტი“), ენტონი გორდონი („ნიუკასლი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), მარკუს რაშფორდი („ასტონ ვილა“), დომინიკ სოლანკე („ტოტენჰემი“).