მარტინო და მესი ისევ ერთად - „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე არგენტინელის კანდიდატურა განიხილება #1TVSPORT
მარტინო და მესი ისევ ერთად - „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე არგენტინელის კანდიდატურა განიხილება #1TVSPORT

ლიონელ მესის „ინტერ მაიამიში“, შესაძლოა, ხერარდო მარტინო შეუერთდეს. არგენტინელი მწვრთნელი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელთან ერთად „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა.

TyC Sports-ის ჟურნალისტის, სეზარ ლუის მერლოს ინფორმაციით, მარტინო „ინტერ მაიამის“ ივლისში ჩაიბარებს. ის ბოლოს მექსიკის ნაკრებში მუშაობდა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ გაათავისუფლეს.

მესისა და მარტინოს ერთად განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონიათ. 2013 წელს არგენტინელმა მწვრთნელმა „ბარსელონას“ ესპანეთის სუპერ თასი მოაგებინა, ხოლო 2014 წელს გუნდი კოპა დელ რეის ფინალში გაიყვანა, სადაც მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, მარტინო „ალბისელესტეს“ 2014 დან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა და ამ დროის მანძილზე გუნდმა ორჯერ წააგო კოპა ამერიკის ფინალში (2015, 2016).

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ პრეზიდენტი ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია. 2023 წელს MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი ფლორიდელებმა ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულეს, მათ მხოლოდ ხუთი შეხვედრის მოგება შეძლეს.