მარტინ საიდიკი - მინსკის საკონტაქტო ჯგუფის წევრები კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ
მარტინ საიდიკი - მინსკის საკონტაქტო ჯგუფის წევრები კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ

დონბასში ძალების დაშორიშორება 7 ოქტომბერს დაიწყებაა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მარტინ საიდიკმა განაცხადა, მინსკის საკონტაქტო ჯგუფის წევრები კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ.

„ნორმანდიული ოთხეულის პოლიტიკური მრჩევლების რეკომენდაციით, დღეს საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა ჩემი მისამართით არსებული წერილების საშუალებით „შტაინმაიერის ფორმულის“ ტექსტი დაადასტურეს, რათა მისი იმპლემენტაცია უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით მოხდეს“, – განაცხადა მარტინ საიდიკმა.

დონბასში არჩევნების შესაძლო თარიღთან დაკავშირებით საუბრის დროს კი ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა.

ცოტა ხნის წინ ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ ტექსტს ათანხმებენ. ამის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები იარაღის ფონზე არ ჩატარდება. ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, რეგიონში არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა გაიმართოს.