მარტინ ოტინი - ხულიან ალვარსესი პსჟ-ში კვარაცხელია-დემბელესთან დაუმარცხებელ ტრიოს შექმნიდა #1TVSPORT
მარტინ ოტინი - ხულიან ალვარსესი პსჟ-ში კვარაცხელია-დემბელესთან დაუმარცხებელ ტრიოს შექმნიდა #1TVSPORT

ხულიან ალვარესი უფრო წარმატებული იქნება, თუ ის „პარი სენ-ჟერმენში“ კვარაცხელიასა და დემბელესთან ერთად ითამაშებს – ამის შესახებ Planete PSG-სთან ინტერვიუში ხოსე ანტონიო მარტინ ოტინიმ განაცხადა.

„ეს იქნებოდა კოლოსალური ტრანსფერი, რადგან ის შექმნის კვარაცხელია-ალვარეს-დემბელეს ტრიოს. ეს ევროპაში დაუმარცხებელი შემტევი ხაზი იქნებოდა“, – განაცხადა მან.

მადრიდის „ატლეტიკოს“ არგენტინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში შესანიშნავი თამაში აჩვენა, რამაც კონტინენტის რამდენიმე წამყვანი კლუბის ინტერესი გამოიწვია. ალვარესმა ამ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში 49 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.