მარტინ ედეგორი ლა ლიგაში თვის მოთამაშე გახდა
მარტინ ედეგორი ლა ლიგაში თვის მოთამაშე გახდა

ესპანეთის ლა ლიგაში გამოავლინეს სექტემბერის საუკეთესო ფეხბურთელი. გასული თვის ლაურეატი გახდა ნორვეგიელი შემტევი მარტინ ედეგორი. ეს ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, მაგრამ იჯარის წესით „რეალ სოსიედადში“ თამაშობს.

სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში ედეგორმა აჯობა „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემას და „ვილიარეალის“ თავდამსხმელს ჟერარ მორენომ.

სექტემბერში ედეგორის მონაგარი იყო – თითო გოლი და საგოლე გადაცემა.

ლა ლიგას შვიდი ტურის შემდეგ, „სოსიედადი“ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს“.