არნემის „ვიტესის“ ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ჰოლანდიის ერედივიზიონის ყველაზე სახიფათო მოთამაშეა.
20 წლის ნორვეგიელმა, რომელიც მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა, 23 ტურში 25 მომენტი შექმნა. მისი უახლოესი მდევარი ჰაკიმ ზიეშია „აიაქსიდან“, რომელსაც ერთით ნაკლები მომენტი ჰქონდა.
ედეგორმა ჰოლანდიის ჩემპიონატის 20 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, რასაც ოთხი საგოლე პასი დაუმატა.
„ვიტესს“, რომელიც ერედივიზიონში მეხუთე ადგილზეა, ედეგორი ერთი წლით იჯარით ჰყავს აყვანილი.