პირველი მარტიდან, თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან
პირველი მარტიდან, თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

პირველი მარტიდან, თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე მოქმედი მიკროავტობუსების გაჩერების წესი მნიშვნელოვნად ზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს.

„პირველი მარტიდან, თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან. აქამდე მოქმედი გაჩერების წესი მნიშვნელოვნად ზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა გთხოვოთ, შესაბამის სამსახურებს, მაქსიმალურად მიაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომელ ქუჩებზე გაჩერდებიან მიკროავტობუსები. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ასეთ პროექტს ანალოგიურად განვახორციელებთ მთელი თბილისის მასშტაბით. ის ქაოტური გადაადგილება რაც ხდება ცენტრალურ ქუჩებზე, გარკვეულწილად მოწესრიგებული და დალაგებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.