მარტენ ფურკადი საპატიო ლეგიონის ორდენოსანია
მარტენ ფურკადი საპატიო ლეგიონის ორდენოსანია

საფრანგეთის მთავრობამ ბიატლონში ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მარტენ ფურკადს საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა, – ამის შესახებ Nordic Magazine წერს.

ფურკადმა ეს ჯილდო პიონჩანგის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლისთვის მიიღო – კორეაში ოქროს სამი მედალი დაიმსახურა. ამით მარტენი ​ოლიმპიადებზე ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი სპორტსმენი გახდა. სულ მისი კარიერული მონაგარია – ხუთი ოქრო და ორი ვერცხლი.

გარდა ამისა, რაინდის წოდებები მიიღეს შერეულ ესტაფეტაში ფურკადის პარტნიორებმა – ანეს ბესკონმა, სიმონ დესტიომ და მარი დორენ-აბერმა.