მარტა კოსი - შემაშფოთებელია სერბეთში აქციებზე ძალადობა, ევროკავშირის გზაზე წინსვლა მოითხოვს, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა, ჟურნალისტებს კი მუშაობა თავდასხმის გარეშე
მარტა კოსი - შემაშფოთებელია სერბეთში აქციებზე ძალადობა, ევროკავშირის გზაზე წინსვლა მოითხოვს, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა, ჟურნალისტებს კი მუშაობა თავდასხმის გარეშე

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ღრმა შეშფოთებას გამოთქვას სერბეთში, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი შემთხვევების გამო, – ამის შესახებ მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ევროკავშირის გზაზე წინსვლა მოითხოვს, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ თავიანთი აზრის თავისუფლად გამოხატვა.

„სერბეთში ბოლოდროინდელ აქციებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ღრმა შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის გზაზე წინსვლა მოითხოვს, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ თავიანთი აზრების თავისუფლად გამოხატვა და ჟურნალისტებს შეეძლოთ მუშაობა დაშინებისა და თავდასხმების გარეშე“, – წერს მარტა კოსი.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია. დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შენობაში შეიჭრნენ და შესასვლელი საღებავით შეღებეს. ამასთან, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ 13 აგვისტოს შეტაკებების დროს 27 პოლიციელი და აქციის 80-მდე მონაწილე დაშავდა, ხოლო 47 ადამიანი დააკავეს.