მარტა კოსი – მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯის გამო, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს შორდება, დღეს მიღებული კანონი უფრო შეზღუდავს სამოქალაქო სივრცეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯის გამო, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს შორდება. დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და არსებულ რეპრესიებს დაემატება, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მარტა კოსი საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
„მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“, – წერს მარტა კოსი.
I deeply regret yet another step by the Georgian 🇬🇪 authorities away from EU values and standards.
The law adopted today will further shrink civic space and add to existing repression.
Such steps are contrary to democratic principles and should be reversed.
— Marta Kos (@MartaKosEU) April 16, 2025