მარტა კოსი – ევროკომისიის წინადადება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსების, დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე
ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში X-ში წერს.
როგორც მარტა კოსი წერს, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი.
„ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, არის პასუხი მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე. ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს შეისწავლის. ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი. ევროკავშირის კარი ღია რჩება“, – წერს მარტა კოსი.
ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა.
Today’s Commission proposal to suspend visa-free travel for officials from Georgia is a response to the continuous democratic backsliding and the violent repression by the Georgian authorities against peaceful protesters, politicians and independent media.
The Commission has… https://t.co/v2pqkBf9PQ
— Marta Kos (@MartaKosEU) December 20, 2024