მარტა კოსი – ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სადაც ურთიერთკავშირის გაძლიერების მიმართულებით ჩვენი მუშაობა ახალ დონეზე ავიყვანეთ

02:14, 04.07.2026

ევროკავშირმა რეგიონული კავშირის ხელშეწყობის მიზნით ანკარაში, ბაქოსა და ერევანში მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

„მე ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სადაც ურთიერთკავშირის გაძლიერების მიმართულებით ჩვენი მუშაობა ახალ დონეზე ავიყვანეთ. ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივ მშვიდობას, ამავდროულად, ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას. ურთიერთკავშირის გაფართოება და გაძლიერება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ორივე ხელს უწყობს ევროპის სტაბილურობას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას“, – აღნიშნა კოსმა.

პირველ და 2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვივნენ.

მსგავსი