ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „შეფილდ იუნაიტედი“ მიიღო და ანტონი მარსიალის ჰეთ-თრიკის წყალობით, 3:0 გაიმარჯვა.
ფრანგმა ორი გოლი პირველ ტაიმში – მეშვიდე და 44-ე წუთებზე გაიტანა, მესამე კი მატჩის ბოლოს. ორჯერ მისი ასისტენტი მარკუს რეშფორდი იყო.
სხვათა შორის, ეს გახლდათ პირველი ჰეთ-თრიკი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მწვრთნელობიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ. ბოლოს, ამ გუნდის რიგებში სამი გოლი ერთ მატჩში რობინ ვან პერსიმ გაიტანა – 2013 წელს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ პირველად სექტემბრის შემდეგ, „მანჩესტერის“ ძირითადში ითამაშა პოლ პოგბამ.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 49 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა. მისი ჩამორჩენა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ორ ქულას შეადგენს.