„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ენტონი მარსიალთან ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ფრანგი ფორვარდი ინგლისურ კლუბში 2020 წლამდე დარჩება.
23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა გადაწყდა რომ მარსიალი მანჩესტერისთვის გატანას 2020 წლამდე გააგრძელებს. მსგავსი ნაბიჯი კლუბმა მეკარე დავიდ დე ჰეასთან მიმართებაშიც გადადგა, რომელმაც ასევე გაახანგრძლივა კონტრაქტი გუნდთან.
ენტონი მარსიალი „იუნაიტედში“ 2015 წელს „მონაკოდან“ გადავიდა და მისი ტრანსფერი ინგლისურ გრანდს 36 მილიონი ფუნტი დაუჯდა.