მარშალ გელოვანის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო/ფოტო]

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი ფერდობზე ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა.