მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა
მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარშალ გელოვანის გამზირზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა 21:00 საათამდე მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა ორი მოქალაქე სასწრაფო დახმარებამ პრევენციისა და გამოკვლევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

დატოვე კომენტარი