მარშალ გელოვანის გამზირზე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება
მარშალ გელოვანის გამზირზე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს 00:00 საათიდან 14 თებერვლის 07:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით – დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმართულებით;

ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის” ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.

მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს“, – აღნიშნულია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.