მარშალ გელოვანის გამზირისა და ლისის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტირება იწყება
მარშალ გელოვანის გამზირისა და ლისის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტირება იწყება

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის (ლისის გზა) დამაკავშირებელი მაგისტრალის დეტალური პროექტირება იწყება. ინტერესთა გამოხატვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პროექტის დაფინანსებას კი აზიის განვითარების ბანკი გეგმავს. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების შეტანა 20 მაისამდე შეუძლიათ.

პარალელურად, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობების ზედამხედველობაზე. ამ შემთხვევაში განაცხადების მიღება 30 მაისამდე იწარმოებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, გზის წინასწარი დიზაინი თბილისის მერიამ 2015 წელს მოამზადა. მაგისტრალმა ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვას და ლისის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას.