მარსელში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

13:11, 22.08.2021

მარსელში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პირველი თავდასხმა შუაღამისას მარსელის 14-ე უბანში მოხდა, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

კიდევ ერთი მამაკაცი მეოთხე უბანში მოკლეს. ის თავდამსხმელებემა ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს და ის ავტომობილი გადაწვეს, რომელშიც მსხვერპლი იმყოფებოდა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი