მარსელში არეულობის შედეგად მიყენებული ზარალი 28 მილიონ ევროს აღწევს, ქალაქის მერი ბენუა პაიანი სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

13:00, 23.10.2026

ფრანგული მედიის ცნობით, მარსელში არეულობის შედეგად მიყენებული ზარალი 28 მილიონ ევროს აღწევს, ქალაქის მერი ბენუა პაიანი კი სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მარსელის მერი მიიჩნევს, რომ გასულ უქმეებზე არეულობის შედეგად მიყენებული ზარალი სახელმწიფომ სრულად უნდა აანაზღაუროს. მისი თქმით, დაუშვებელია, ადგილობრივ მოსახლეობას ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს.

„არ შეიძლება, მარსელის მცხოვრებლებმა, რომლებიც გადასახადებს იხდიან, სახელმწიფოს ხარვეზების გამო საფასური გადაიხადონ. ეს ჩვენ მილიონობით ევრო დაგვიჯდება. ზარალი უკვე 28 მილიონ ევროს აღწევს“, – განაცხადა მერმა.

ამასთან, პაიანმა მკაცრად გააკრიტიკა არეულობის მონაწილეები და აღნიშნა, რომ ვანდალიზმში მონაწილე პირების ადგილი ქუჩაში არ არის.

„რაც შეეხება ვანდალებს, მათი ადგილი ქუჩაში არ არის. ვნახე, როგორ თავისუფლად შევიდნენ მერიაში და შემდეგ თავისუფლად დატოვეს შენობა“, – განაცხადა ბენუა პაიანმა.

მსგავსი