„მარსელმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დანიშვნის შესახებ. ამ პოსტზე 45 წლის იტალიელმა შეცვალა მარსელინო, რომელმაც კლუბი დატოვა დანიშვნიდან შვიდი მატჩის შემდეგ.
გატუზოს კონტრაქტი „მარსელთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„ძალიან მოხარული ვარ და ვამაყობ იმით, რომ შევუერთდი „მარსელს“. კლუბი და სტადიონი „ველოდრომი“, რომელზეც თამაშის შესაძლებლობა მქონდა, ცნობილია ევროპაში თავისი ემოციურობით. მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას ახალ გუნდში და იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომელიც წინ მელოდება“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის დანიშვნას გატუზომ.