მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა, დაშავებულია 329 ადამიანი

11:08, 09.09.2023

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა. დაშავებულია 329 ადამიანი.

სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

მსგავსი