მაროკოს საგარეო უწყება ბოლონიაში პოლიციის მიერ დაკავების დროს მაროკოელი აბდერაჰიმ ფაკირის გარდაცვალების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

17:47, 22.07.2026

მაროკოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლონიაში დაკავებული პირის გარდაცვალების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

მაროკოს საგარეო უწყებამ იტალიის ხელისუფლებას მოუწოდა, „სრულად გამოიკვლიოს ინციდენტის ყველა გარემოება, ასევე, დაადგინოს პასუხისმგებლობა და სრულად განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები და პროცედურები“.

ცნობისთვის, 19 ივლისს ბოლონიაში სამართალდამცველების მიერ დაკავების დროს წარმოშობით მაროკოელი აბდერაჰიმ ფაკირი გარდაიცვალა.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაკავების ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ ბოლონიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რაც არეულობაში გადაიზარდა.

მსგავსი