გარდაბანში, სოფელ თაზაქენდში კერძო საცხოვრებელი სახლი დაიწვა

18:53, 24.04.2018

გარდაბანში, სოფელ თაზაქენდში კერძო საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 160 კვ.მ ფართობი.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ​ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსგავსი