მარნეულში, სოფელ ჯანდარაში წყალარინების ქსელების მშენებლობისას მუშა დაიღუპა
მარნეულში, სოფელ ჯანდარაში წყალარინების ქსელების მშენებლობისას მუშა დაიღუპა

მარნეულში, სოფელ ჯანდარაში უბედური შემთხვევა მოხდა, წყალარინების ქსელების მშენებლობისას მუშა დაიღუპა.

სამშენებლო სამუშაოების დროს გათხრილ ორმოში ორი მუშა ჩავარდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.